დღეს, 27 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქის ილია მეორეს ნათლული 560 ჩვილი გახდება.
ჩვილთა მე-20 საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული დღეისთვის 9 683 ბავშვია. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მე-3 და მეტი შვილები არიან.
ჩვილთა პირველი ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.