გიორგობის ბრწყინვალე იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის არიან ის ადამიანებიც, რომლებმაც რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. პრეზიდენტმა ასევე დააჯილდოვა ცნობილი დიპლომატი გელა ჩარკვიანი და მომღერალი ნინო ქათამაძე.
მიხეილ სააკაშვილმა განსაკუთრებით გამოყო ქართველი დიპლომატების, მათ შორის, ახლგაზრდა დიპლომატების წვლილი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებში და მიღწეულ წარმატებას ქართული დიპლომატიის გამარჯვება უწოდა.
"ვიმსჯელეთ სხვა ავტორიტეტულ ადამიანებთან ერთად და გადავწყვიტეთ ბრწყინვალების ოდენით, რომელსაც ძალიან იშვიათად ვარიგებთ, საზოგადოების წარმატებული ადამიანები დაგვეჯილდოვებინა. პირველ რიგში მე მინდა დავაჯილდოვო ჩვენი სამოქალაქო სამსახურის მართლაც ღირსეული წარმომადგენლები. ჩვენმა ახალგაზრდა დიპლომატებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიაღებინეს მომლაპაარკებელ მხარეებს", -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა ასევე სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ბაკურ კვეზერელი და როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა მინისტრობის პერიოდში ბაკურ კვეზერელი თავდადებით მუშაობდა. მისი სამუშაო დღე დილის 9 საათიდან იწყებოდა და ღამის 3 საათზე მთავრდებოდა. პრეზიდენტის თმით, სწორედ ბაკურ კვეზერელის ანგარიშზეა რთველის კარგად ჩატარება და ამას ყველაფერს დაფასება სჭირდება.
ჯილდოები მიიღეს ასევე: სალომე სამადაშვილმა - საქართველოს ელჩი ევროკავშირში, თამარ კოვზირიძემ - პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სერგი კაპანაძემ - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თორნიკე გორდაძემ - საგარე საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ კანკავამ - სტუ-ს ასიცირებული პროფესორი,