დღეს, 22 ნოემბერს, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე, ქვესადგურ "აეროპორტში" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოს გამო, სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, მოსკოვის გამზირის, იუმაშევის, ჭირნახულის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.