ფალიაშვილის ქუჩაზე, საკონდიტრო საწარმო „პანილოში" აფეთქება მოხდა.
შემთხვევა გაზის აალებამ გამოიწვია. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა საკონდიტროს ერთი თანამშრომელი დაშავდა.
42 წლის მაია გვარჯელაძეს ხელები და სახე აქვს დამწვარი და ის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები.
შემთხვევის ადგილზე ასევე მუშაობს ერთი სასწრაფო დახმარების მანქანა და 4 სახანძრო ბრიგადა.