საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური აცხადებს, რომ თუ გამრიცხველიანების პროგრამას ვერ შეასრულებს, მაშინ ოპოზიციას მისი პასუხისმგებლობის საკითხის დასმა შეუძლია.
ალექსანდრე ხეთაგურმა ეს განცხადება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ გამრიცხველიანების საკითხზე შეკითხვა დასვა.
ხეთაგურმა ოპოზიციას განუმარტა, რომ 3 წლიანი გამრიცხველიანების პროგრამა დადო, რომელსაც ასრულებს.
~გამრიცხველიანება, გრანდიოზული პროექტია. ეს არ გულისხმობს მხოლოდ მრიცხველების შეცვლას, ეს მთელი ინფრასტრუქტურის შეცვლას გულისხმობს. ყველა ბოძი იცვლება ბეტონის ბოძით, ერთ დღეში შეუძლებელია მთელი საქარათველოს გამრიცხველიანება. თუ ეს პროგრამა ვერ შევასრულე, ჩემი პასუხისმგებლობის საკითხის დასმა შეგიძლიათ" - მიმართა ხეთაგურმა ლევან ვეფხვაძეს.