ნატო არის ორგანიზაცია, რომელიც ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად არ იღებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის საერთაშორისო დონის საკითხი და ამ პრობლემის გადასაჭრელად საკითხები საერთაშორისო დონეზე უნდა იქნეს მიღებული.
"როცა ვამბობ, რომ ნატო ინდივიდუალურად არ იღებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტიულებას, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ირანის ლიდერების გადაწყვეტილებები უნდა შეესაბამებოდეს გაერთიანებული ერების რეზოლუციებს. უნდა შეაჩერონ ურანის გამდიდრების პროგრამები, ირიბად შეიძლება ითქვას, რომ ნატოს მოკავშირე ქვეყნებს აქვთ წინ გადადგმული ნაბიჯები იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ პოტენციური სამომავლო საფრთხეები, რაც შეიძლება ნატოს ტერიტორიის ან მოსახლეობის მიმართ არსებობდეს და რაც შეიძლება მომდინარეობდეს რომელიმე აგრესორისგან. გადავწყვიტეთ, შევიმუშაოთ ანტისარაკეტო სისტემა. ამის მიზეზი ის არის, რომ მსოფლიოში 50-ზე მეტ ქვეყანას აქვს ანტისარაკეტო სისტემები ან ითხოვენ მას", - განაცხადა რასმუსენმა.
მისი თქმით, ეს ანტისარაკეტო სისტემები მიმართულია იმისკენ, რომ მოსახლეობა დაცული იყოს ნებისმიერი სახის თავდასხმისგან.