საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გმობს სოხუმში გამართულ შეხვედრას რუსეთსა და აფხაზეთს შორის. შეხვედრა გაიმართა.ე.წ. "აფხაზეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და საზღვაო სივრცეების გამიჯვნის საკითხებზე".
ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საერთაშორისო-სამართლებრივი თვალსაზრისით ოკუპანტ ქვეყანასა და მის მიერვე შექმნილ საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ მოლაპარაკებები არის უკანონო და მათ შორის მიღწეულ შეთანხმებებს არ ექნება არავითარი სამართლებრივი შედეგები, ხოლო ერთადერთ მხარეს, რომელთანაც შესაძლებელია მიმდინარეობდეს მოლაპარაკებები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თაობაზე (როგორც სახმელეთო საზღვრის, ასევე საზღვაო სივრცეების გამიჯვნის თაობაზე), წარმოადგენს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.