შპს "შენი კურიერი" კომპანია, რომელიც მომსახურების ბაზარზე ამბიციური განაცხადით გამოჩნდა. "შენი კურიერი" არის უნივერსალური სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი სახის მომსახურებას მხოლოდ ერთ ნომერზე დარეკვით... "ჯი-ეიჩ-ენი" კომპანიის გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ კაპანაძეს ესაუბრა.
- მომსახურებისა და რეკლამის ბაზარზე თქვენი კომპანია სულ რაღაც ერთი წლის წინ გამოჩნდა, თუმცა საკმაოდ ამბიციურ განაცხადს აკეთებთ. რატომ უნდა გააკეთოს მომხმარებელმა "შენს კურიერზე" არჩევანი?
- ჩვენ გვაქვს მთავარი უპირატესობა - ეს არ არის ზარმაცი ხალხისთვის განუთვნილი სერვისი. ეს არის პირიქით , საქმიანი ადამიანებისთვის. კურიერი გეხმარება დაზოგო დრო და მისი მიზანია გაგრძნობინოს თავი კომფორტულად. ის ნებისმიერი - უცნაური თუ ჩვეულებრივი საკითხის გადაწყვეტაში, ნებისმიერი იდეის განხორციელებაში გეხმარება. უბრალდო საჭიროა რომ დარეკო - 2 234560-ზე. 24 საათის განმავლობაში.
- კონკრეტულად რას სთავაზობს პოტენციურ კლიენტებს თქვენი კომპანია?
- "შენი კურიერი" დაინტერესებულ პირებს აბსოლუტურად ყველა პროდუქტსა თუ ნივთს სთავაზობს, თუმცა მთავარი, რაც მის მომსახურეობში დაინტერესებას იწვევს, არის სერვისის მრავალსახეობა - დაწყებული გამაგრილებელი და ალაკოჰოლური სასმელებით, რომელიც შემკვეთს ნულპროცენტიანი მომსახურეობის ტარიფით მიეწოდება, ასევე პრესით, საკანცელარიო ნივთებით და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, მედიკამენტების მიწოდებაც კი. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი კომპანია მოქალაქეების მომსახურეობას ახდენს როგორც სახლში, ასევე ოფისში, აგარაკზე და ნებისმიერ სასურველ ადგილას.
- რაც შეეხება კიდევ ერთ სერვისს, რომელსაც პირობითაც "პირადი ასისტენტის სერვისი" ჰქვია? ის კონკრეტულად რას გულისხმობს?
- იმ პირობებიდან გამომდინარე, როდესაც აუცილებელია, რომ ნებისმიერ ადამიანს მოწესრიგებული ჰქონდეს სხვადასხვა საბუთები თუ დოკუმენტაცია, ჩვენ მომხმარებელს პირადი ასისტენტის სერვისი შევთავაზეთ.
ასევე, ვთქვათ, თქვენ დროის უკმარისობის გამო არ შეგიძლიათ აეროპორტში დახვდეთ ან გააცილოთ სტუმარი, ჩვენ ამ მომსახურეობასაც საკუთარ თავზე ავიღებთ.
კომპანია ასევე უზრუნველყოფს ავია და მატარებლის ბილეთების დაჯავშნავს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დასასწრებად, ეს იქნება მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტები თუ სხვადასხვა რანგის სპორტული ღონისძიებები.
- რეკლამით სურვილის მქონე ორგანიზაციებსა და ფირმებს რითი აინტერესებთ?
- ჩვენი კომპანია ასევე უზრუნველყოფს ორგანიზაციებსა და ფირმებს სარეკლამო მასალებით. ფაქტობრივად ჩვენთან ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვარება ერთი შეკვეთის პირობებშია შესაძლებელი - ვთქვათ, ფლაერების გავრცელება,მოსაწვევების დარიგებa, სტუმრებისთვის საჩუქრების შეძენა თუ ბიზნესლანჩების ორგანიზება.
- მიუხედავად იმისა, რომ მომსახურებისა ბაზარზე ერთი წელია ხართ და რეკლამირებას სხვა კომპანიებს სთავაზობთ, ამ დრომდე "შენი კურიერის" არც ერთი რეკლამა არ გაკეთებულა. რატომ არ ახდენთ საკუთარი კომპანიის პიარს?
- რაც შეეხება რეკლამას, შეგნებულად არ ვაკეთებდი. მაინტერესებდა, საერთოდ როგორ მიიღებდა ამ ყველაფერს თბილისი, რა სეგმენტზე გავიდოდი, რა პროდუქტი იქნებოდა მეტად მოთხოვნადი, თუმცა მცირე დოზით მაინც ვჩანდით. მგალითისთვის გეტყვით ჩვენი სპონსორობით ჩატარდა: პოდიუმზე კრისტი ყიფშიძის 17 წლის იუბილე; „ყინულის ფესტივალი გუდაურში; სეზონის დახურვა ლისზე; დიდუბე პლაზას გახსნა და სხვ. ღონისძიებები
დღეს, ვფიქრობ, მზად ვარ "აგრესიული" სარეკლამო კამპანისსთვის, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩემს გუნდს.
- ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი მაინც რომელია?
- ვისკი, სუში, ჩინური და რა tქმა უნდა ხინკალი.
- თქვენი სერვისს ახასიათებს თავისებურებები, საინტერესოა ამ ხნის განმავლობაში ყველაზე უცნაური შეკვეთა რა იყო?
_ ერთ-ერთი სასტუმროს სტუმარმა ღამის 2 საათზე ბურთი შეგვიკვეთა და მინდა გითხრათ რომ ერთ საათში მან ეს შეკვეთა მიიღო. ასვე მახსენდება ამას წინათ ბარბექიუს მაგიდა შეგვიკვეთეს. ვერ გეტყვით დამკვეთს ვინ უზრუნველყოფდა ბარ ბე ქიუთი, საგანგებოდ დაქირავებული მზარეული თუ თავდ აპირებდა მის მომზადებას, მაგრამ ფაქტია, რომ მაგიდა დათქმულ დროს მივიტანეთ.
„ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ალექსანდრე ნაბახტეველი