ორშაბათს საღამოს კატარში, ამერიკულ ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ამერიკელი სამხედროების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა. იუწყება CNN
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კატარში მდებარე ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე ირანიდან გაშვებული მოკლე და საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები განხორციელდა.
„ამ დროისთვის ამერიკელების მხრიდან დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით, როგორც კი ის ხელმისაწვდომი გახდება“, - თქვა მან.