"უნდა ვცადოთ, რომ ჩვენი ადგილი ვნახოთ იმ რთულ სისტემაში, რომელიც კავკასიაში ამერიკისა და თურქეთის ინტერესების დაბალანსებას უკავშირდება", - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ კონფერენციაზე განაცხადა.
"გუნდში აუცილებლად მეყოლება ექსპერტები. საქართველოში არსებობენ კავკასიის დარგში სპეციალისტები. ასევე გვყავს, საბედნიეროდ, პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები, რომლებიც გეოპოლიტიკაშიც კარგად ერკვევიან. გარწმუნებთ, მეც საკმაოდ კარგად ვერკვევი და შემიძლია ანალიზი გავაკეთო. უნდა მოვახერხოთ - ჩვენ ჩვენი ადგილი ვნახოთ ასეთ რთულ სისტემაში და კარგად ვაცნობიერებ, რომ ეს არ იქნება იოლი", - განაცხადა ივანიშვილმა.