კახეთში ჯაჯანაშვილის ოჯახის წევრები 14 წლის წინ დაკარგულ 21 წლის შვილს ეძებენ. გაუჩინარებული ახალგაზრდის ახლობლები ვარაუდობენ, რომ მერაბ ჯაჯანაშვილის მკვლელობა მისი მეგობარი გოგოს დედამ დაგეგმა და საქმის სისრულეში მოსაყვანად ქილერი დაიქირავა.
გაუჩინარებამდე რამდენიმე საათით ადრე მერაბ ჯაჯანაშვილი სწორედ შეყვარებულს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდას და მის მეგობარ გოგოს წლების განმავლობაში ინტიმური კავშირი ჰქონდათ და ამ ფაქტის გამო ნათელა რაქვიაშვილი ახალგაზრდას შვილის ცოლად მოყვანას აიძულებდა, რაზეც მერაბ ჯაჯანაშვილი კატეგორიულ უარს ამბობდა.
როგორც დაკარგულის მამა „ტელეკომპანია იმედთან" აცხადებს, გოგონას დედას რამდენჯერმე დაემუქრა. ნათელა რაქვიაშვილი 21 წლის ბიჭს საქართველოდან დატოვებას და კვალის გაქრობას სთხოვდა.
გამოძიება წლების განმავლობაში რამდენიმე ვერსიაზე მუშაობდა, თუმცა საქმე მალევე არასაკმარისი სახმხილების გამო დაიხურა. ჯაჯანაშვილის ოჯახის წევრებს ძიების შეწყვეტის საკუთარი ვერსია აქვს. ისინი ამბობენ, რომ ნათელას საქმის დახურვაში პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები და კონკრეტულად ლექსო გილიგაშვილს დაემხარნენ.
გოგონა, რომელმაც დაკარგული უკანასკნელად ნახა ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს. ის „ტელეკომპანია იმედის" კამერებთან არ ჩდება. ნათელა რაქვიაშვილი კი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.
ბარლდებებს ასევე გურჯაანის პოლიციის ყოფილი უფროსიც უარყოფს. ლექსო გილიგაშვილი ამბობს, რომს საქმის გარშემო მას ინტერესი არასდროს ჰქონია და 21 წლის ახალგაზრდის გაუჩინარებასთან არაფერი აკავშირებს.
საქმე ძიების დაწყებიდან სამი წლის შემდეგ 1989 წელს დაიხურა. სამართალდამცავებმა ორი პოლიციელიც დააკავეს, რომელსაც შესაძლოა დაკარგულთან კავშირი ჰქონდა, თუმცა დაკარგულის ვერც ცხედარს და მკვლელობის მოტივს ვერ მიაგნეს.
ოჯახი ამ დრომდე ცხედრის პოვნას, საქმის გახსნას და დამნაშავის უმკაცრეს დასჯას ითხოვს.