აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CNN-ს მოუწოდა, ჟურნალისტი ნატაშა ბერტრანი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს აშუქებს, „ძაღლივით“ გააგდონ სამსახურიდან რეპორტაჟისთვის, რომ აშშ-ის საჰაერო დარტყმებმა ირანის ბირთვული პროგრამის განადგურება ვერ შეძლო.
„ნატაშა ბერტრანი CNN-დან უნდა გაათავისუფლონ! სამი დღის განმავლობაში ვუყურებდი, როგორ ავრცელებდა ყალბ ამბებს. მას სასწრაფოდ საყვედური უნდა გამოუცხადონ და შემდეგ „ძაღლივით“ გადააგდონ. ის იტყუება, ცდილობს ჩვენი პატრიოტი პილოტების განადგურებას, მათ ცუდად წარმოჩენას, მაშინ როცა სინამდვილეში მათ შესანიშნავი სამუშაო შეასრულეს! მას არ უნდა მიეცეს მუშაობის უფლება ყალბი ამბების CNN -ში. სწორედ მისნაირი ხალხი ანადგურებს ოდესღაც დიდებული ტელეარხის რეპუტაციას. მისი მიკერძოება აშკარად ნეგატიური იყო. გარდა ამისა, მას არ აქვს ის, რაც საჭიროა კამერის წინ მუშაობისთვის, ახლოსაც კი არ არის ამასთან. გაათავისუფლეთ ნატაშა!“ – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ში.
ცნობისათვის, CNN აშშ-ის დაზვერვის პირველად მონაცემებზე ინფორმირებულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე აშშ-ს მიერ მიტანილ სამხედრო იერიშებს ირანის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები არ გაუნადგურებია და ამან, სავარაუდოდ, პროგრამის მხოლოდ რამდენიმე თვით შეფერხება გამოიწვია.