„საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არცერთ სხვა მხარეს ვეტოს უფლება არ აქვს", - ამის შესახებ ჯეიმს აპატურაიმ რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ნატოში დიმიტრი როგოზინის განცხადების კომენტირებისას ისაუბრა. მისი თქმით, არცერთ სხვა მხარეს არ ექნება უფლება და საშუალება, რომ ვეტო დაადოს რომელიმე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებს
"იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ალიანსში გაერთიანება მათ ძალიან კარგად შეუძლიათ გადაწყვიტონ რა გზით მიდიან. საქართველო განგრძობს ნატო-სკენ მიმავალი გზით სიარულს. ალიანსის წევრები ამას მხარს უჭერენ. მხარს უჭერენ ასევე ბუქარესტის გადაწყვეტილებასაც. არც ერთ სხვა მხარეს არანაირი უფლება და საშუალება არ ექნება, რომ ამას ვეტო დაადოს", - განაცხადა აპატურაიმ.
რაც შეეხება უკრაინას, მათ მიიღეს გადაწყვეტილება ბლოკთან არ მიერთების შესახებ.მე მგონი მათ ამის უფლება აქვთ და მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს ნატოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ სწორედ რუსეთის დამსახურებაა ის, რომ ვერც უკრაინამ და ვერც საქართველომ ნატოს წევრობას ვერ მიაღწიეს.
"ჩვენ შევძელით იმის მიღწევა, რომ უკრაინა - ნატოს წევრი არ არის, ჩვენ შევძელით იმის მიღწევა, რომ საქართველო - ნატოს წევრი არ არის, ჩვენ შევძელით იმის მიღწევა, რომ არ დავთმეთ რეკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებზე და ახლა იქ არსებული ჩიხი სწორედ ჩვენი პოზიციითაა გამოწვეული და იმ კომპრომისებზე წასვლის სურვილის არქონას უკავშირდება, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას დააზარალებენ", _ განაცხადა როგოზინმა.