მსოფლიოში ცნობილი ტენორის პლასიდო დომინგოს მოღვაწეობის 40 წლის იუბილე დღეს ლონდონის სამეფო თეატრის „კოვენტ გარდენში" გაიმართება. ლეგენდარული ტენორის საიუბილეო საღამოზე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში ცნობილი ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძე. ღონსიძიებაზე შესრულდება ბოლო აქტები სპექტაკლებიდან რიგოლეტო და ოტელო.
საიუბლეო კონცერტები ლონდონის სამეფო თეატრში დღეს და 30 ოქტომბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ პლასიდო დომინგო საქართველჴში 2010 წელს იმყოფებოდა, რომელმაც ბათუმის პიაცას მოედანზე კონცერტი გამართა.
ცნობისთვის, პლასიდო დომინგო ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში დაიბადა. 8 წლის ასაკში მისი ოჯახი საცხოვრებლად მექსიკაში გადავიდა, სადაც მან ეროვნული კონსერვატორია დაამთავრა. მისი დებიუტი სცენაზე 1959 წელს გვადალახარაში შედგა. დომინგო ადრეული ასაკიდან მონაწილეობდა სხვადასხვა წარმატებულ საოპერო დადგმებში. პირველი, მთავარი როლი - ალფრედო, მან "ტრავიატაში" შეასრულა, რომელიც მონტერეის თეატრში დაიდგა
1962-65 წლებში დომინგო ისრაელის ეროვნული ოპერას სცენაზე მოღვაწეობდა, სადაც 12 პარტია შეასრულა და მონაწილეობა მიიღო 280 დადგმაში.
შემდგომ ის მოღვაწეობდა მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან საოპერო თეატრებში.
განსაკუთრებული პოპულარულობა მას ლუჩიანო პავაროტისთან და ხოსე კარესათან გამართულმა ერთობლივმა კონცერტებმა მოუტანა. პირველი ასეთი კონცერტი 1990 წლის 7 ივლისს რომში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნისას გაიმართა.
დომინგო არის იტალიის დიდი ჯვრის ოდენის კავალერი, ასევე მას მიღებული აქვს სხვადასხვა ქვეყნების მრავალი ორდენი და ტიტული.
2009 წელს დომინგო გახდა ბრიგიტ ნილსონის პრემიის პირველი ლაურიატი.
თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჰოლივუდის დიდების ხეივანში პლასიდო დომინგის ვარსკვლავი გაიხსნა.