სასტუმრო „რადისონში" საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციას ესწრებიან ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი და საქართველოში აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი.
თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია "ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქრტურებში ინტეგრაციის საკითები" სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ გახსნა.
ბარამიძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე, ქვეყნისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე თავდაცვისა და უასაფრთხოების სფეროში გატარებულ რეფორმებზე ასევე, ევროკავშირთან უსართხოების სფეროში თანამშრომლობასა და საქართველოში ნოემბერში დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მნიშვნელობაზე.
კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგარაციების სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სახელმწიფონი მინისტრის მხარდაჭერით იმართება.
ცნობისთვის, საერთაშორისო კონფერენცია 2006 წლიდან ყოველწიურად ტარდება.