"მოსკოვი და თბილისი ერთმანეთს არ ესვრიან, მაგრამ ერთმანეთის განადგურებას ცდილობენ. თუმცა ამჯერად ისინი ამისათვის ეკონომიკას იყენებენ", _ ნათქვამია "Limes"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორი ჩეჩილია ტოზია.
"რუსეთსა და საქართველოს შორის კვლავ ომი მიდის. ჭურვები მართალია არ ფრენენ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი უკვე მოდაში აღარ არიან. დღეისათვის უფრო მოქმედ იაღად ეკონომიკა გახდა, რომელსაც ორივე მხარე თავისი ინტერესების შესაბამისად იყენებს", _ წერს ჩეჩილია ტოზი და აღნიშნავს, რომ რუსეთი თავის წონას, როგორც გეოგრაფიულს ისე პოლტიკურს იყენებს იმისათვის, რომ დაახრჩოს საქართველო, "მოსკოვის ერთადერთი ყოფილი სატელიტი, რომელიც ჯერაც ჯიუტად ცდილობს დაიცვას თავისი სრული დამოუკიდებლობა".
"ახლა როდესაც კვლავ მოხერხდა უკრაინის დამორჩილება, ვალდიმერ პუტინი შეეცდება მთლიანად ალყაში მოაქციოს საქართველო: ამის მიღწევას იგი ევრაზიული კავშირის შექმნით შეძლებს, ეს კრემლის ახალი პოლიტიკური პროექტია.
ჰორიზონტზე საბჭოთა კავშირის ახალი მონახაზი ჩნდება, იგი გეოგრაფიულად საბჭოთა კავშირის იდენტურია, მხოლოდ საქართველოს ადგილზეა ხვრელი. ეს პროამერიკული სახელმწიფო რისკავს და შესაძლოა მარტოობაში დარჩეს: ჩრდილოეთით და დასავლეთით - რუსეთია, აღმოსავლეთში - აზერბაიჯანი, სამხრეთით კი -სომხეთი. უკრაინაც კი როგორც ჩანს კრემლს დამორჩილდა. თბილისის მომავალი შავ ფერებში ჩანს. უკვე ახლა საქართველოში სერიოზული ეკონომიკური კრიზისია, რომელიც ამერიკული სუბსიდიების შემცირებითაა გამოწვეული", _ წერს სტატიის ავტორი და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ყოველივე ამისა, პატარა საქართველო ფარხმალის დაყრას არ აპირებს.
"პატარა საქართველო ფარხმალს არ ყრის და ვინაიდან მოსკოვის სისხლი კომერციაა, თბილისის ვექტორი სწორედ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისკენაა მიმართული, სადაც ჯერ კიდევ მოქმედებს ერთხმად თანხმობის პრინციპი. და ეს ხდება მაშინ, როდესაც ეკონომიკური კრიზისით დაღლილი დასავლეთი მზად არის მოსკოვის მიმართ უპრეცედენტო დათმობებზე წავიდეს იმისათვის რათა რუსეთი ვმო-ში გააწევრიანოს, თუმცა დასავლეთის ქვეყნების ეს სურვილი საკმარისი არ არის", _ წერს ავტორი.
მასალის გამოყენების პირობები