ამერიკის ელჩი ჯონ ბასმა "ევრაზიის ინტელექტუალურ საკუთრებაზე საბაჟო პროცედურების გატარებისა და კოორდინაციის საკითხებზე' სამდღიანი სემინარი გახსნა. სემინარში, რომელიც 26-28 ოქტომბერს იმართება, მონაწილეობას მიიღებენ საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები საქართველოდან, სომხეთიდან და თურქეთიდან. საბაჟოს 30 თანამდებობის პირი, ასევე, სამთავრობო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან სემინარს, რომელსაც ამერიკის კომერციის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითრების პროგრამა აფინანსებს სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თურქეთის საბაჟოსა და ვაჭრობის სამინისტროსთან ერთად.
სემინარის მიზანია გააუმჯობესოს კოორდინაცია და თანამშრომლობა საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის საბაჟოებს შორის, რათა უკეთ მოხდეს ინტელექტუქლური საკუთრების უფლების დარღვევით შემოსული საქონლის აღმოჩენა, რაც პირატულ და გაყალბებულ საქონელსაც მოიცავს. ამას გარდა, პროგრამა საშუალებას აძლევს ამერიკისა და საერთაშორისო ინტელექტულაური საკუთრების მფლობელებს ტრენინგი ჩაუტარონ რეგიონის საბაჟო ოფიცრებს საზღვარზე პროდუქციის იდენტიფიცირებისა და ინტელექტულური საკუთრების დაცვის გაძლიერების სფეროში.
პროგრამის მიზანია გაზარდოს რეგიონალური მებაჟეების ეფექტურობა და მათი ცოდნის დონე, რათა აღმოიფხვრას ყალბი და პირატული საქონლით ვაჭრობა, გაუმჯობსდეს ინტელექტულური საკუთრების დაცვა რეგიონში, ხელი შეუწყოს დიალოგს რეგიონის საბაჯოების ხელმძღვანელებსა და კერძო სექტორს შორის. ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ განვითარებასა და ინოვაციის სტიმულირებასთან.