საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის ვრცელი კომენტარი, "ქართუ ბანკთან" დაკავშირებულ მოვლენებზე.
"როგორც სებ-ის განცხადებაში იყო აღნიშნული, სს "ბანკ ქართუსთან" მიმართებაში რამდენიმე ყურადსაღებ ფაქტს ჰქონდა ადგილი:
სს ქართუს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალურმა დირექტორმა და მისმა მოადგილეებმა, რომლებიც თითქმის ათი წელია წარმოადგენენ სს "ბანკი ქართუს" აქციონერის ინტერესებს, ამავე აქციონერთან კონფლიქტის შემდეგ, ერთსა და იმავე დღეს დატოვეს თანამდებობები. ადმინისტრაციის ასეთი რადიკალური, ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი ცვლილება ბუნებრივ შეკითხვებს ბადებს, რაც ეროვნული ბანკის ყურადღების მიღმა ვერ დარჩებოდა. რეგულატორმა სწორედ ასეთი რეაგირება უნდა მოახდინოს ყოველთვის, თუკი რომელიმე კომერციულ ბანკში მსგავსი ფაქტი დაფიქსირდება.
რაც შეეხება აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს: თუკი კომერციულ ბანკს ისეთი გადაუდებელი აუცილებლობისთვის სჭირდებოდა დიდი ოდენობით ნაღდი ფული უცხოურ ვალუტაში, ამის შესახებ შეეძლო ეცნობებინა ეროვნული ბანკისთვის და ერთობლივად განვსაზღვრავდით საკითხის მოგვარების გზას უკვე არსებული პრაქტიკის შესაბამისად: ეროვნულ ბანკს ადრეც არაერთხელ გადაუჭრია მსგავსი ტიპის საკითხები. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.
კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაჩნდა, როდესაც ფაქტის შეფასებისას სს "ბანკი ქართუს" ახალმა ადმინისტრაციამ საქმეში არსებული ფულის ნიშნების (2 მლნ აშშ დოლარი და 1 მლნ ევრო) მიზნობრიობა ახსნა და განაცხადა, რომ ნაღდი ფული მათ ხელფასების გასაცემად სჭირდებოდათ. შეგახსენებთ, რომ ხელფასი საქართველოში გაიცემა ეროვნულ ვალუტა ლარში, უნაღდო ანგარიშსწორებით პლასტიკურ ბარათზე დარიცხვის მეშვეობით და მას არაფერი აქვს საერთო ნაღდი უცხოური ვალუტით განსახორციელებელ ოპერაციებთან.
ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს ბანკის ოპერაციების შეჩერება, ნებისმერი სხვა ფორმით საკუთრების ხელყოფა ან სხვა. გავიხსენებ "სტანდარტ ბანკის" მაგალითს, ეს ორი ეპიზოდი მხოლოდ პოლიტიზებისა და უსაფუძვლო ბრალდებებით ჰგავს ერთმანეთს. თუმცა რატომღაც არავინ იხსენებს "სტანდარტ ბანკის" პროცესის დასასრულს. მინდა გაგახსენოთ, რომ ამ პროცესს დაზარალებული მხარე არ ჰყოლია: არ დაზარალებულა ბანკიას არცერთი კლიენტი, მისი აქციონერი სელფორდ კაპიტალის ხელმძღვანელი ირაკლი რუხაძე მადლობას უხდიდა სებ-ს კომპეტენტური ჩარევისთვის. დაუშვებელია ფინანსური სექტორის ნებისმერი ფორმით პოლიტიზება . მე პირადად და ეროვნული ბანკი არის იმის გარანტი, რომ საბანკო სექტორში პოლიტიზება არ მოხდეს. საფინანსო და საბანკო სექტორი არის მნიშვნელოვანი ხერხემალი ეკონომიკის. ჩვენთვის დაუშვებელია, რომ ეს პროცესები რაიმე ფორმით დაუბრუნდეს წარსულს და დაემსგავსოს 90-იან წლებს.
არანაირი საფუძველი არ არსებობს იმ გადაჭარბებული რეაქციებისა, რასაც დღეს აქვს ადგილი. ერთადერთი საფრთხე არის ჩვენთვის, რომ ახალი ადმინისტრატორის მხრიდან არ მოხდეს საკითხის კიდევ უფრო პოლიტიზება. ეს ჩემთვის მიუღებელია.
მსგავსი ოპერაციების განხორციელება ყოველთვის ხდებოდა სებ-ის უშუალო მონაწილეობით, როგორც მინიმუმ ჩვენი ინფორმირების შემდეგ. საფინანსო ბაზარზე ყოველდღიურად მრავალმინიონიანი გარიგებები იდება და წარმატებით ხორციელდება კიდეც, მაგრამ ეს არა ნაღდი ფულით, ჩემოდნებით და ყულაბებით წინა საუკუნეები დონეზე. როდესაც საბანკო სისტემის ინსტიტუციონალურ განვითარებაზე ვსაუბრობთ ეს სწორეს უნაღდო ანგარიშსწორების თანამედროვე მეთოდების დანერგვასა აქტიურ გამოყენეასაც გულისხმობს. ამდენად, როცა ამხელა ოდენობის ნაღდი ფულით ანგარიშსწორების საჭიროება დგება , ნიშნავს, რომ რაღაც პრობლემაა. ვერ დამისახელებთ ვერანაირ გარიგებას, სადაც ამდენი ფული გჭირდებათ, თუ რაღაცა ტიპის არაორდინალურ მოვლანესთან არ არის ის დაკავშირებული. ზოგჯერ ასეთ შემთხვევაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ დროს სებ-ი, როგორც მინიმუმ, საქმის კურსშია. მარტივია, თუ ამ რაოდენობის ფული გჭირდება რაღაცისთვის, როგორც მინიმუმ დარეკავ მაინც სებ-ში.
სწორედ დღეს განვახორციელეთ ანალოგიური ოპერაცია, ანუ ეროვნული ბანკიდან "ბანკი ქართუს" სალაროს გამაგრების ოპერაცია. რა თქმა უნდა, იმდენი ნაღდი ფულის მოთხოვნა არ გაკეთებულა. ესეც შეკითხვებს ბადებს: თუ 3 დღის წინ 2 მლნ დოლარი და 1 მლნ ევრო ნაღდი ფული გჭირდებოდა, რატომაა დღეს მოთხოვნილი თანხა გაცილებით მცირე. კითხვა არის ძალიან ბევრი და ეს გახდა შემოწმების მიზანი.
ლეგალური ოპერაციები ჩვენთან გაცილებით მეტ თანხაზედაც იდება, მაგრამ არა ნაღდი ფულით. აღნიშნული ტიპის ოპერაცია, რომელიც განხორციელდა ცალსახად, არის არასტანდარტული. ცალცახაა, რომ ეს ოპერაცია ჩვენი ყურადღების ცენტრში მოხვდებოდა, ნებისმერი ბანკის შემთხვევაში.
აქვე აღვნიშნავ, რომ შემოწმება არავითარ შემთხვევაში არ აფერხებს ბანკის ნორმალურ საქმიანიობას და შემოწმებას ვახდენთ როგორც გეგმიურად, ასევე არაგეგმიურად.
სს „ბანკი ქართუს" ადმინისტრაციის ყოფილი წევრები 10 წლის განმავლობაში წარმოადგენენ მისი აქციონერს ბიძინა ივანიშვილს, და უცებ, ერთ დღეში, რეგულატორისთვის გაუგებარი და მიუღებელი მიზეზით, ყველა ტოვებს თანამდებობას. ჩვენ ნებისმერ შემთხვევაში დავიწყებდით საქმის შესწავლას, თუ რა იყო გადადგომის მიზეზი. ან რა გააკეთეს ამ ადამიანებმა ისეთი, რითაც ცალცახად, ერთ დღეში, მოხდა მათი წასვლა. თუმცა ინკასაციის ფაქტმა პროცესები კიდევ უფრო დააჩქარა. ორივე ფაქტი ცალ-ცალკე ერთნაირი სიმძიმისაა და არადეკვატური დღევანდელი ვითარებისთვის.
ჩვენ ვერ განვაცხადებთ საჯაროდ, თუ რა მოცულობის თანხას გასცემდა ქართუ ბანკი ყოველთვიურად. ამის გაკეთება, უშუალოდ კლიენტის თანხმობის გარეშე თავად ბანკსაც არ შეუძლია. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ: ხელფასებთან მიმართებაში გაკეთებული განაცხადი არათუ პასუხობს კითხვას, პირიქით, მეტ ეჭვს ბადებს. ქართული კანონმდებლობის თანახმად, ხელფასების გაცემა ხორციელდება ლარში, მეორეც: ჩვენ ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ ფინანსური ოპერაციები ძირითადად უნაღდო ანგარიშწორებით ხორციელდება, ბარათიზაციის მხრივ საქართველოე ლიდერია რეგიონში, არათუ ხელფასი, პენსიების დარიცხვაც პლასტიკური ბარათის მეშვეობით ხდება.
ბანკის შემოწმება ჩვენი მხრიდან, გრძელდება ორ თვეს, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ პროცესი უფრო მალე დასრულდეს ან, პირიქით, შემოწმმება ან უფრო მეტხანს გაგძელდეს. ეს გამოკვლეულ ფაქტებზე იქნება დამოკიდებული. მარტივად რომ გითხრათ, "ქართუ ბანკში" ვიქნებით მანამ, ვიდრე ყველა კითხვაზე პასუხი არ გაიცემა.
გამოვრიცხავ ყველანაირ შესაძლებლობას ბანკის გაკოტრებასთან მიმართებაში.
ბანკის გადახდისუნარიანობასა და გაკოტრებ ის მცდელობის შესახებ ბრალდება არის სრულიად ფინანსურად უმეცარი, ელემენტარულ ბუღალტერიაში ჩაუხედავი განცხადება.
რაც შეეხება გარიგების მეორე მხარეს (საქართველოს ბანკს), მასთან დაკავშირებით კითხვები ყველაზე ნაკლებია. ის იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი გამტარი რგოლი. თუმცა, თუ კითხვები გაჩნდება იმავე მიმართულებით, იმავე მიმართულებით დავინტერესდებით ჩვენც.
ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არ იყო ორდინალური ოპერაცია. ორდინალური ოპერაცია არაა, როდესაც ბანკიდან რაოდენობის ნაღდი ფული გაგაქვს. როდესაც ასე ხდება, ან გაქვს რაიმე პრობლემა, ან განსაკუთრებული მოთხოვნა და საქმის კურსში ეროვნულიცაა. ამას ჩვეულებრივად ვაგვარებთ.კარგად მინდა გესმოდეთ, რომ ნაღდი ფული გამოიყენება აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც ამის განსაკუთრებული აუცილებლობა დგება, დღეს ჩემოდნით ფული აღარავის დააქვს"- აცხადებს ქადაგიძე.