საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, დადგა დრო, როცა საჭირო გახდა ახალი კაცი ახალი შემართებით, ზაზა გოროზია, რომელიც საკმაოდ ენერგიული ადამიანია, სწორად შერჩეული კანდიდატურაა მინისტრის თანამდებობაზე.
ჟურნალისტებთან საუბარში პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ბაკურ კვეზერელი კარგი, რეფორმატორი მინისტრი იყო, თუმცა, ახლა მომწიფდა სიტუაცია, როცა ახალი შემართება და ~ახალი სისხლი გახდა საჭირო~.
ცისკარიშვილის შეფასებით, კვეზერელს ჰქონდა როგორც კარგი, ასევე სუსტი მხარეები, რაც ყველა ადამიანისთვის დამახიათებელია.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ბაკურ კვეზერელი სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ შეცვალა.