25 ოქტომბერს, სლოვენიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ქართულ-სლოვენიური ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელსაც ორგანიზებას სავაჭრო-სამრეწველო პალატა გაუწევს.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სლოვენიური კომპანიები შემდეგი სფეროებიდან: სამშენებლო-საინჟინრო, ხე-ტყის გადამამუშავებელი, ტრანსპორტი, მანქანათმშენებლობა, ენერგეტიკა, ტელეკომუნიკაცია, ფარმაცევტული, კვების მრეწველობა, გათბობის სისტემები.
ფორუმს გახსნიან საქართველოს და სლოვენიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრები. ქართველ და სლოვენიელ ბიზნესმენებს შორის გაიმართება ორმხრივი შეხვედრები.