საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ ევროზონის სტაბილიზაციის ფონდი 2 ტრილიონ ევრომდე უნდა გაიზარდოს. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ უკვე იქონია გავლენა აშშ აქციების კურსზე და ევროზე.
გაზეთი Guardian-ი იტყობინება, რომ ევროზონა დახმარების ფონდის მოცულობას 5-ჯერ აფართოებს, რადგანაც ამ დროისათვის ფონდი 440 მილიარდ ევროს მოიცავს.
ფონდის გაფართობაზე რეაგირება უკვე მოახდინეს ამერიკელმა ინვესტორებმაც.