საქართველო არ აპირებს შეუერთდეს ევრაზიის ახალ კავშირს და ერთიან საბაჟო სივრცეს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ესტონელ კოლეგასთან ურმას პაეტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთბლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს, როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური კავშირები.
"ეს კავშირი არის რუსეთის ეგიდით შექმნილი და საქართველოს არავითარი სურვილი არ აქვს, ამ ორგანიზაცის მიუერთდეს. ჩვენი სურვილი უცვლელი რჩება, რომ გავწევრიანდეთ ნატოსა და ევროავშირში", - განაცხადა ვაშაძემ.