რადიო „უცნობის" ერთერთი დამფუძნებელი და მფლობელი ბასა ჯანიკაშვილი პოლიტიკაში წასული მილიარდელის, ბიძინა ივანიშვილის, საკონსულტაციო ჯგუფის წევრი გახდა.
ჯგუფის პირველი შეხვედრა 17 ოქტომბერს ივანიშვილის რეზიდენციაში გაიმართა.
შეხვედრაზე მისულმა ჯანიკაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჯგუფის ძირითადი ფუნქცია მიმდინარე მოვლენების შეფასება და მოსალოდნელი რისკების განჭვრეტა იქნება.
„ეს არის ზოგადი ჯგუფი, რომელიც ზოგად საკითხებზე იმუშავებს. ჩვენ გვექნება კავშირი როგორც პოლიტიკურ, ისე საერთაშორისო თემებთან," - თქვა ჯანიკაშვილმა.