უკრაინამ 252 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა.
ინფორმაციას უკრაინის ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.
„რეპატრიაციის ღონისძიებების შედეგად უკრაინას 252 დაღუპულის ცხედარი დაუბრუნდა, რომლებიც, რუსეთის მხარის მტკიცებით, უკრაინელ სამხედროებს ეკუთვნიან“, - ნათქვამია შტაბის განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ სამართალდამცავი ორგანოები შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო დაწესებულებებთან ერთად ყველა საჭირო ექსპერტიზას ჩაატარებენ და დაბრუნებული ცხედრების იდენტიფიცირებას მოახდენენ.