„ჯილეხის" კიდევ ერთი შემთხვევა კახეთში დაფიქსირდა. ციმბირის წყლულით 45 წლის მამაკაცი დაიმფიცირდა. ის თბილისის ინფექციურ საავადმყფოში მკურნალობს.
ექიმების თქმით, ავადმყოფს შემოყვანისას სახის არეში ჯილეხის დამახასიათებელი ნიშნები აღენიშნებოდა.
დაავადებული პროფესიით მესაქონლეა და მას დაავადება რამდენიმე დღით ადრე საქონლის ხორცის დამუშავების შემდეგ გადაედო.
ცნობისთვის, ავადმყოფის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურია.