საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თორნიკე გორდაძის განცხადებით, ქართული მხარე ნიკოლა სარკოზისგან სხვადასხვა საკითებთან დაკავშირებით მკაფიო გზავნილებს ელოდება.
„სარკოზის ვიზიტი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. ველოდებით მისგან მკაფიო გზავნილებს, როგორც ევროკავშირის საკითხების პერსპექტივებზე, ასევე ველით მკაფიო გზავნილებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით და დევნილების დაბრუნების საკითხებზე", - განაცხადა გორდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.