"მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის" წოდების სამგზის მფლობელმა ზინედინ ზიდანმა უარყო ინფორმაცია, თითქოს 9 მაისს ახმედ კადიროვის სახელობის სპორტული კომპლექსის გახსნის ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას. 
მოლაპარაკებების მიღწევის შესახებ 7 აპრილს ჩეჩნეთის ფიზიკური კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მინისტრმა განაცხადა.
"არანაირი მიწვევა არ მიმიღია", _ ამის შესახებ  ზიდანმა თავის ოფიციალურ საიტზე განაცხადა.  "ცხადია, იქ მე არ ვიქნები, "რეალში" ჩემი სამუშაო ჩეჩნეთში გამგზავრების საშუალებას არ მომცემს", _ განაცხადა ზიდანმა. 
ამასთან, ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ცერემონიალის ორგანიზატორთა განცხადება არასასიამოვნო და გამაღიზიანებელი იყო, რაც ბოლო დროს რატომღაც გახშირდა.