ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა მსოფლიოს 27-ე ჩოგანი, რუსი მარია კირილენკო ჩარლსტონის ტურნირის 1/16 ფინალში ანგარიშით 5:7 7:5 6:3 დაამარცხა. 
 მერვედფინალში  ტატიშვილი 20 წლის ბელგიელ ჩოგბურთელს, იანინა ვიკმაიერს შეხვდება. 
ტატიშვილი მსოფლიოში 115-ე, ვიკმაიერი კი მე-20 ჩოგანია. 
ტატიშვილმა პირველ წრეში ელენა დოკიჩს მოუგო. 
ჩარლსტონის ტურინირის საპრიზო ფონდი 721 000 ამერიკული დოლარია.