საქართველოს პირველი და მსოფლიოს 115-ე ჩოგანი ანა ტატიშვილი აშშ-ში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე 1/16 ფინალში გავიდა. ჩარლსტონის ტურინირის საპრიზო ფონდი 721 000 ამერიკული დოლარია. ტატიშვილმა პირველ ტურში მსოფლიოს ყოფილი მეოთხე, ამჟამად კი მე-64 ჩოგანი ელენა დოკიჩი დაამარცხა. 
შემდეგ ტურში ტატიშვილი 27-ე ჩოგანს, რუს მარია კირილენკოს შეხვდება. 
ტატიშვილმა ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით გააღწია. 
ანამ კვალიფიკაციაში ვენესუელელ გაბრიელა პაზსა (479-ე ჩოგანი) და უკრაინელ ტატიანა ლუჟანსკას (194-ე) აჯობა. ქართველმა ჩოგბურთელმა კირილენკო დაამარცხა მსოფლიოს 100 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის მოხვდება.