ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა. ის მაღაროში მიწისქვეშა სამუშაოების შესრულებისას ცვლის უფროსი იყო
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული სამოც წლამდე კაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.