ვიტყვით, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს და რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველო ივანიშვილის გარეშე არ ნიშნავს მიშას.
„აბსოლუტურად ყველა აქციაზე, სადაც სააკაშვილის პლაკატებს ცხვირში შეგვთხრიან, აფრიალდება ბანერები, სადაც ვიტყვით, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე მიშას არ ნიშნავს და რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა. ესაა ჩვენი გზავნილი. ეს გვჭირდება გასამარჯვებლად. და დიახ, კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება. ანუ, გადაგასწრებთ ხმაურით და ხმაური იქნება იმაზე, რაზეც ჩვენ გვინდა და სწორი გვგონია. დიახ, საქართველო ივანიშვილის გარეშე არ ნიშნავს მიშას. ან გაიაზრებთ და თქვენს მაოხრებელ პოლიტიკურ ლეშს ცხვირებში არ შეგვთხრით, ანაც გზავნილი იქნება, რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა და ეს გზავნილი უფრო გახმაურდება თქვენივე დახმარებით. დაიმახსოვრეთ, თქვენი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი იწყება“, – წერს ჩერგოლეიშვილი.