ერთ დროს სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ვარსკვლავი საქართველო დღეს ყველასთვის დაბალი ღობე გახდა - მართლა „კოსტაიას“ ქვეყნად გვაქცია - ელარჯის წელვითა და ლაქუცით, - ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან სანიკიძე სოციალურ ქსელში წერს.
სანიკიძე ეხმიანება 26 ნოემბერს, ბათუმში, საფეხბურთო კლუბ “ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებასა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს.
“ერთ დროს სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ვარსკვლავი საქართველო დღეს ყველასთვის დაბალი ღობე გახდა. მართლა „კოსტაიას“ ქვეყნად გვაქცია - ელარჯის წელვითა და ლაქუცით.
სამარცხვინო სანახავია რაც დაგვემართა. უკლებლივ ყველა ზემოდან გვიყურებს. ოღონდ ეს მათი ბრალი კი არა, ჩვენი ბრალია.
მიზეზი ივანიშვილია, შედეგიც ლოგიკურია.
ჯერ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ეროვნული თავმოყვარეობა და ქართველების ქვეყნიდან გამსახლებელი, გელათის მგრეველი და ახალგაზრდების მომავლის წამრთმევი ჭორვილელი ბატონი ჩამოვაცილოთ ამ ქვეყნის საჭეს და მერე მოვთხოვოთ სხვას ჩვენი სახელმწიფოსთვის ანგარიშის გაწევა.
ასე უფრო სამართლიანია“, - წერს სანიკიძე სოციალურ ქსელში.