ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი წარადგინა.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, პაკეტი მოიცავს ახალ შეზღუდვებს ფინანსური და ენერგეტიკული სექტორების, ასევე სპორტის, კულტურისა და სავიზო პოლიტიკის სფეროების მიმართ.
ახალი პაკეტის თანახმად, ევროკომისია გამოდის წინადადებით, საერთაშორისო გადახდების სისტემა SWIFT-დან გაითიშოს დამატებით 60 რუსული ბანკი
გარდა ამისა, ახალი შეზღუდვები უნდა შეეხოს კრიპტოვალუტის პლატფორმებსა და გადახდის ქსელებს, მათ შორის მესამე ქვეყნების ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებიან. ასეთი სქემების წინააღმდეგ საბრძოლველად, ევროკომისიამ კრიპტოვალუტის სანქციებთან დაკავშირებული სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა.
ამავდროულად, წინადადება მოიცავს ევროპული კომპანიებისთვის რუსეთის ინფრასტრუქტურის, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობაში, ექსპლუატაციასა და შეკეთებაში მონაწილეობის აკრძალვას.
გარდა ამისა, დაგეგმილია სანქციები, რომლებიც რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტში" შემავალ 70-ზე მეტ ახალ გემს შეეხება.
გათვალისწინებულია ასევე ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა უკრაინის ომში მონაწილე მოქმედი და ყოფილი რუსი სამხედრო მოსამსახურეებისთვის. ფონ დერ ლაიენის თქმით, რომ რუსი სამხედროების ყოფნა საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას. ევროკომისია ასევე აპირებს ევროპელებს აუკრძალოს რუსეთის კომპანიებში ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავება.
ამასთან, ევროკომისია გამოვიდა წინადადებით, შემოიღონ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის მსურველი ყველა რუსეთის მოქალაქის "საფუძვლიანი შემოწმების" მექანიზმი. ასევე, დაგეგმილია "ძალიან მკაცრი მიდგომის შემოღება რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის მიმართ".
ახალი პაკეტით გათვალისწინებულია შეზღუდვები რუსეთის გუნდებისა და ათლეტებისთვის რუსეთის დროშით მონაწილეობაზე შეჯიბრებებში, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე გაიმართება. ასეთ ღონისძიებებზე აიკრძალება რუსული ოფიციალური სიმბოლოების გამოყენება.
გარდა ამისა, ევროკომისია გეგმავს რუსი სპონსორების მიერ ევროპული სპორტული და კულტურული ორგანიზაციებისთვის დაფინანსების შეზღუდვას და რუსების მიერ ევროპის სპორტულ ფედერაციებში ლიდერის თანამდებობების დაკავების შესაძლებლობას აკრძალვას.