უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას უკრაინის ზაკარპატიის ოლქში შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა განიხილა. მისი თქმით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ამჟამად არკვევენ, მოხერხდება თუ არა შეხვედრის ორგანიზება ნოემბრის ბოლომდე.
ამის შესახებ ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს.
მადიარის განცხადებით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში მას რამდენიმე ევროპელ ლიდერთან ჰქონდა საუბარი, მათ შორის ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრთან, შვეიცარიის პრეზიდენტთან და ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან 10-15-წუთიანი შეხვედრა გამართა.
„პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, თუმცა საუბარი არც ბუდაპეშტს და არც კიევს არ ეხებოდა - საუბარი ზაკარპატიაზე იყო“, - განაცხადა მადიარმა.
მისივე თქმით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ამჟამად განიხილავენ, შესაძლებელია თუ არა შეხვედრის ნოემბრის ბოლომდე ორგანიზება.