დუბლინში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის ფარგლებში, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესა და საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.
ტიხანოვსკაიას განცხადებით, შეხვედრაზე მან საქართველოში მცხოვრები ბელარუსების პრობლემები დააყენა, მათ შორის, დოკუმენტების მიღებასთან, ბინადრობის ნებართვებისა და სამართლებრივი სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეები.
„შევეხე იმ სირთულეებს, რომლებსაც საქართველოში მცხოვრები ბელარუსები დოკუმენტების მიღების, ბინადრობის ნებართვების მოპოვებისა და სამართლებრივი სტატუსის უზრუნველყოფის კუთხით აწყდებიან. მოვუწოდე, დაიცვან იმ ბელარუსების უფლებები, რომლებიც დევნილობაში ყოფნის მიუხედავად კვლავ განიცდიან პოლიტიკურ დევნას“, - წერს ტიხანოვსკაია.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმ ბელარუსების უფლებების დაცვა, რომლებიც სამშობლოში პოლიტიკური დევნის გამო იძულებული გახდნენ, ქვეყანა დაეტოვებინათ.