12 ნოემბრის დილას კიევის სოლომენსკის რაიონში რუსული დრონი ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დარტყმის შედეგად 44 წლის ქალი დაიღუპა, ორი ადამიანი კი დაშავდა.
ინფორმაციას უკრაინული მედია იევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ორივე დაშავებულს ექიმებმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
დრონის მოხვედრის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა შენობის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სართულებზე.
კლიჩკოს ინფორმაციით, მეხუთე სართულზე შენობის კონსტრუქციების ნაწილობრივი ნგრევა მოხდა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.