საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ნიკა გვარამია დარბაზიდან გააძევა. გადაწყვეტილება პლენუმის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გამოაცხადა. გვარამიას გაძევების მიზეზად მოსამართლემ ადგილიდან საუბარი დაასახელა.
სხდომაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაწაყო, რაც მოსარჩელე მხარემ 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის შესახებ ისაუბრა.
ნიკა გვარამიას პროტესტი არჩილ გორდულაძის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც თქვა, რომ "არავისთვის უცხო არ არის, რომ მურთაზ ზოდელავა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული".
„პარტიის წევრი არასდროს ყოფილა და კურსელი თუა და კურსელობის გამო თუ გაგასამართლეს, ნახევარი საქართველო უნდა ჩაჯდეს ციხეში, ყველა კურსელი ხართ, ვინც დაღუპეთ საქართველო. არ შეიძლება ამის კეთება, რასაც ახლა ესენი აკეთებენ, ჯერ ერთი პარტიულად დაკავშირება პიროვნული ურთიერთობის გამო, არასწორია.
ვადასტურებ, რომ ლაპარაკია ჩემს მეგობარზე, კურსელზე და ა.შ. მაგრამ რაღაც პარტიული აფილიაციების მოწებება ამის გამო გინდა ჩვენთვის და გინდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არ შეიძლება. რომ ვადასტურებ, რომ ჩემი მეგობარია, ამიტომ ვართ გადატრიალების მომწყობი ყველა ერთად ? არ გრცხვენიათ?“ - განაცხადა გვარამიამ.
„ვინ რა დაღუპა, მაგაზე რომ დავიწყოთ ლაპარაკი, ვინც ეს ქვეყანა დაღუპა, ყველა ხართ აქ და მოპასუხეები ხართ“, - მიმართა გორდულაძემ გვარამიას.
საბოლოოდ მოსამართლე ნადარაიამ დარბაზიდან გვარამიას გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის თანახმად გაძევებული ბრძანდებით, ბატონო ნიკა. გაძევებული ბრძანდებით და რას ნიშნავს გაძევება 32-ე მუხლში წაიკითხეთ,“ - განაცხადა მოსამართლე ნადარაიამ.