11 ნოემბერს, აბუ-დაბიში, უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის ომის დასრულების საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე დღე დაიწყო.
ამის შესახებ უკრაინის მოლაპარაკებების დელეგაციის ხელმძღვანელმა, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა.
„მოლაპარაკებების მეორე დღეს ვიწყებთ. თავდაპირველად შეხვედრა სამმხრივ ფორმატში, აშშ-სა და რუსეთთან ერთად გაიმართება. ამის შემდეგ კი ევროპელ პარტნიორებთან ცალკე შეხვედრას ჩავატარებთ“, - დაწერა უმეროვმა.