აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატებმა კონგრესის შუალედურ არჩევნებში კარგი შედეგი აჩვენეს და მათთან ხანგრძლივი პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, მზად არის, დემოკრატებთან თანამშრომლობა განაგრძოს.
ამის შესახებ ტრამპმა CNN-თან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დემოკრატებთან თანამშრომლობა, მათ შორის, იმიგრაციის საკითხზეც არის შესაძლებელი.
ტრამპის განცხადებით, მიუხედავად წარსულში არსებული პოლიტიკური დაპირისპირებისა, მას დემოკრატებთან თანამშრომლობის გაგრძელება შეუძლია.
წინასწარი შედეგებით, დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს, ხოლო წარმომადგენელთა პალატაშიც კონტროლის დაბრუნებასთან ახლოს არიან.