აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა რომ წარედგინა, შედეგი განსხვავებული იქნებოდა.
„მე საარჩევნო ბიულეტენზე არ ვიყავი და რომ ვყოფილიყავი, გამანადგურებელი უპირატესობით გავიმარჯვებდით! გმადლობთ ყურადღებისთვის ამ საკითხის მიმართ“, – წერს დონალდ ტრამპი.
აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, დემოკრატიულმა პარტიამ სენატზე კონტროლი დაიბრუნა. ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური დარტყმაა.
Reuters-ის ცნობით, დემოკრატებმა ტრადიციულად რესპუბლიკელების მხარდამჭერ შტატებში სენატორის არჩევნებში გაიმარჯვეს და რესპუბლიკელებს რამდენიმე ადგილი წაართვეს. მათ შორის ტეხასში, სამხრეთ კაროლინაში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ოჰაიოში. ამ შტატებში დემოკრატმა კანდიდატებმა რესპუბლიკელი კონკურენტები დაამარცხეს.
სენატზე კონტროლის მოპოვება დემოკრატებს კომიტეტების ხელმძღვანელობისა და საკანონმდებლო დღის წესრიგზე გავლენის შესაძლებლობას მისცემს.
ამჟამინდელი პროგნოზით, დემოკრატები”კონგრესის ორივე პალატას გააკონტროლებენ.
NBC News-ის პროგნოზის მიხედვით, დემოკრატიული პარტია წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვებას და დაახლოებით 244 მანდატის მიღებას შეძლებს.