უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას აშშ-ის მხარისგან "დიდი ოცეულის" [G20] სამიტზე ოფიციალური მიწვევა არ მიუღია, თუმცა ასეთი შესაძლებლობის შესახებ გარკვეული სიგნალები მიიღო.
ამის შესახებ ზელენსკიმ სტამბოლში, CNN Türk-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ოფიციალურად მიწვევა არ მიგვიღია, თუმცა სხვადასხვა მომლაპარაკებლისგან გარკვეული სიგნალები იყო.
კერძოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა G20-ის სამიტზე მიგვიწვიოს და, შესაძლოა, ომის დასრულებისკენ მიმართული ინიციატივაც წამოაყენოს. რა თქმა უნდა, თუ ტრამპი ოფიციალურად მოგვიწვევს, ჩვენ ამ წინადადებას მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
აშშ-მა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმრ პუტინი მაიამიში დეკემბერში დაგეგმილ G20-ის სამიტზე მიიწვია. სამიტის ფარგლებში შესაძლოა პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრაც გაიმართოს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინმა უარი თქვა ზელენსკის შეთავაზებაზე, ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები აშშ-ში, G20-ის სამიტის ფარგლებში გაემართათ.
ტრამპმა განაცხადა, რომ არ იცის, დათანხმდება თუ არა პუტინი მაიამიში ზელენსკისთან სამმხრივ შეხვედრას.
31 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა ზელენსკი დეკემბერში G20-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვიოს, თუ ეს დადებით შედეგებს მოიტანს.
1-ელ ნოემბერს კი ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ზელენსკი მაიამიში დაგეგმილ სამიტზე მიიწვიოს.