რაც ახლა ხდება, რუსეთის პირდაპირი პასუხია იმ სიგნალებზე, რომლებსაც ის ამერიკისგან იღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოვიალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სახიფათო სიგნალები არსებობს სანქციების შემდგომი შემსუბუქების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
"რუსეთმა ოდესის ოლქში ჩვეულებრივ მაღაზიაზე რეაქტიული ძრავით აღჭურვილი „შაჰედის“ ტიპის დრონით საშინელი იერიში მიიტანა. რუსეთი სისხლიან ტერორს განაგრძობს. მაღაზია ნაწილობრივ დაინგრა, დაზიანდა ავტომობილებიც. დაშავდა სამი ადამიანი. ადგილზე ყველა საჭირო საგანგებო სამსახური მუშაობს და დაშავებულებს დახმარებას უწევს.
მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორები თავდაცვაში დაგვეხმარონ. საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, ენერგეტიკული და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები თითქმის უწყვეტად იბომბება. მშვიდობის არც ერთი საათი არ გვაქვს.
რაც ახლა ხდება, რუსეთის პირდაპირი პასუხია იმ სიგნალებზე, რომლებსაც ის ამერიკისგან იღებს. სამწუხაროდ, სახიფათო სიგნალები არსებობს სანქციების შემდგომი შემსუბუქების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ეს სანქციები მსოფლიომ, შეერთებულმა შტატებმა, ევროპამ და ჩვენმა პარტნიორებმა რუსეთის აგრესიისა და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის საპასუხოდ დააწესეს. არაფერი შეცვლილა. ომი არ შეჩერებულა. სანქციები არ უნდა მოიხსნას.
რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ხოცვა-ჟლეტა, რომელიც თავად დაიწყო და უკვე 1 695 დღეა, გრძელდება. მკვლელობის დასაფინანსებლად მეტი ფულის მიღება ამ ომის დასრულებას ვერ შეუწყობს ხელს. საჭიროა ძალა და ამერიკა რუსულ ტერორზე ძლიერია", - წერს ზელენსკი.