უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აუდიენცია მეფე ჩარლზ III-სთან და შეხვედრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემთან.
„უკვე დიდ ბრიტანეთში ვარ გუნდთან ერთად. დღეს დაგეგმილია აუდიენცია მის უდიდებულესობა მეფე ჩარლზ III-სთან. ასევე გაიმართება მნიშვნელოვანი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემთან. განვიხილავთ უსაფრთხოების საკითხების ფართო სპექტრს. ვამზადებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გაგვაძლიერებს“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
მან დიდ ბრიტანეთს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.