რუსეთის თავდასხმის დროს, 14 ოქტომბრის ღამეს, უკრაინას პარტნიორებისგან ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის შესახებ გაფრთხილება არ მიუღია, თუმცა მომდევნო სამი ტალღის შესახებ პარტნიორებმა ინფორმაცია მიაწოდეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესსპიკერმა, პოლკოვნიკმა იური იჰნატმა განაცხადა.
იჰნატმა განმარტა, მიიღეს თუ არა უკრაინელებმა პარტნიორებისგან წინასწარი გაფრთხილება, რადგან, მისი თქმით, ამ საკითხთან დაკაბსირებით დიდი ინტერესია..
„მართლაც, დაახლოებით 22:40 საათზე თავდაპირველად გაბაბრცელეთ შეტყობინება, რომ პარტნიორებისგან ბალისტიკური რაკეტების შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია. თუმცა თავდასხმების მომდევნო სამი ტალღის დროს პარტნიორებისგან უკვე მოდიოდა შეტყობინებები ბალისტიკური რაკეტების გამოყენების შესახებ“, - განაცხადა იჰნატმა.
14 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე 39 ბალისტიკური რაკეტითა და 128 დრონით იერიში მიიტანა . ძირითადი დარტყმა კიევზე, კიევისა და ხარკივის ოლქებზე განხორციელდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოთხი რაკეტისა და 115 დრონის ჩამოგდება ან ჩახშობა შეძლეს.
სარაკეტო საფრთხის შესახებ შეტყობინებებიუკრაინული მხარისთვის აფეთქებებამდე უშუალოდ რამდენიმე წამით ადრე ან უკვე აფეთქებების დროს ვრცელდებოდა.
პრეზიდენტის ოფისში მანამდე განაცხადეს, რომ პარტნიორებისგან თავდასხმის შესახებ გაფრთხილება არ მიუღიათ. მომხდარის გარემოებებს სამხედროები და შესაბამისი სამსახურები არკვევდნენ.