გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მკაცრად გააკრიტიკა ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრიოდერის ვიზიტი მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, და მასთან ერთად დაბადების დღის აღნიშვნა.
გერმანიის მთავრობის კანცლერის მოადგილის პრესსპიკერის, შტეფენ მაიერის განცხადებით, მერცი ამ შეხვედრით „უკიდურესად აღშფოთებულია“.
მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომზე პასუხისმგებლობა მხოლოდ პუტინს ეკისრება, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებებს ყოველდღიურად მოაქვს „ენით აუწერელი ტანჯვა, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი, ოჯახების დაშორება, დაღუპულები და დაჭრილები“.
ამ ფონზე მერცი „აბსოლუტურად ამორალურად“ მიიჩნევს იმას, რომ შრიოდერი პუტინთან ერთად დაბადების დღეს აღნიშნავს.
შესაბამისი უწყებების ინფორმაციით, ვიზიტის შესახებ წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა არც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, არც უკრაინაში გერმანიის საელჩო და არც გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტრო.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავისი 74-ე დაბადების დღე გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა. შრიოდერისა და პუტინის ერთობლივი ფოტო კრემლის პრესსამსახურმა 8 ოქტომბერს გამოაქვეყნა.