ავარია ვარკეთილში მსხვერპლით დასრულდა.
სატვირთო ავრომობილი ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის დაწყებული - ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.