კიევში, დესნიანსკის რაიონში, რუსული დრონის დარტყმის შედეგად 12-სართულიან საცხოვრებელ სახლში ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაიმული მედია უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
რუსული დრონი შენობას 7 ოქტომბრის საღამოს, მე-10 სართულს მოხვდა. ხანძარი ზედა სართულებზე გავრცელდა და კონსტრუქციების ნაწილობრივი ჩამონგრევა გამოიწვია. ხანძარი 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული.
მაშველებმა შენობიდან 22 ადამიანი, მათ შორის რვა ბავშვი, გამოიყვანეს. დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
რუსეთის თავდასხმას კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებზე 7 ოქტომბერს, საერთო ჯამში, სულ მცირე 28 ადამიანი ემსხვერპლა.