აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ ფიქრობს, თითქოს რუსეთში, ჭირის კვლევით ინსტიტუტში თანამშრომლის გარდაცვალება ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას უკავშირდებოდეს.
„ასე არ ვფიქრობთ. ამას მალე გავარკვევთ, მაგრამ ასე არ ვფიქრობთ“, - განაცხადა ტრამპმა 7 ოქტომბერს თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.
28 წლის ლაბორატორიის თანამშრომელი დარია შიპილოვა გასულ კვირას გარდაიცვალა. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, მისი გარდაცვალების მიზეზი დაუდგენელი წარმოშობის პნევმონია იყო. ამ დროისთვის რუსეთში ჭირის შემთხვევა ლაბორატორიის თანამშრომლის კონტაქტებს შორის არ დადასტურებულა.
ტრამპის თქმით, რუსეთი აცხადებს, რომ სიტუაცია „სრულიად კონტროლქვეშაა“. ამასთან, აშშ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსკოვისგან შემთხვევის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ, რადგან დაავადების გამომწვევი ზუსტად ჯერ კიდევ უცნობია.