საფრანგეთში, რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები განახლდა. არსებული ინფორმაციით, დღეს სასწავლო პროცესი შეჩერებულია 1 800-ზე მეტ სკოლაში.
პარიზში პოლიციამ გზის ბლოკირების გამო აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო, რასაც სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა და ტერიტორიის გათავისუფლება დაიწო.
პოლიციელებმა ასევე დაიწყეს გადაბრუნებული ურნების და ნაგვისგან ქუჩების გაწმენდა, რომლებმაც ბარიკადები გზის გადასაკეტად გამოიყენეს.
მედია ასევე წერს, რომ მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა სტრასბურგშიც.
მედიის ცნობით, დღეს ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 150 000-დან 200 000-მდე დემონსტრანტი გამართავს აქციას.
გუშინ გავრველდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთში საპროტესტო აქციებისას, რომელიც 17 სექტემბერს დაიწყო, 190 მოსწავლე დაშავდა.
მოსწავლეთა საპროტესტო აქციებისა და სკოლების ბლოკირების მოძრაობა 17 სექტემბერს ილ-დე-ფრანსის რეგიონში დაიწყო და თანდათან საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. აქციებში მონაწილე მოსწავლეები ეროვნული განათლების სისტემისთვის ადამიანური და ფინანსური რესურსების გაზრდას ითხოვენ. ისინი ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამენ მასწავლებლების შემცვლელების არარსებობის, სკოლების შენობების მდგომარეობისა და გადატვირთული სასწავლო განრიგის გამო.
დაკავებულთა საერთო რაოდენობამ დაახლოებით 5 000-ს მიაღწია.