რამდენი ტყუილიც არ უნდა გითხრან ივანიშვილის სპიკერებმა იმაზე, თითქოს ევროკავშირმა თავად შეწყვიტა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი, სიმართლე არის ის, რომ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობით ბიძინა ივანიშვილმა შეუძლებელი გახადა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ისტორიულ სახელმწიფო დანაშაულზე, რეჟიმს აუცილებლად მოუწევს დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე პასუხისგება.
"რამდენი ტყუილიც არ უნდა გითხრან ივანიშვილის სპიკერებმა იმაზე, რომ თითქოს ევროკავშირმა თავად შეწყვიტა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი, სიმართლე არის ის, რომ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობით ბიძინა ივანიშვილმა შეუძლებელი გახადა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება და შემდეგ საკუთარი ერთ-ერთი მოლაპარაკე თავი ირაკლი კობახიძე გამოიყვანა და გამოაცხადებინა რეალურად უარი ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. ეს არის რეალური საბოტაჟი საქართველოს სახელმწიფოსი, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ქართული სახელმწიფო თუ გადარჩა ამ სამარცხვინო რეჟიმს აუცილებლად მოუწევს დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე პასუხისგება ამ ისტორიულ სახელმწიფო დანაშაულზე", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.